სპორტული საზოგადოება თბილისი 2007 აწარმოებს 2010 წლის 1 სექტემბრიდან მწვრთნელების მიღებას: 1. ფეხბურთი. 2. კალათბურთი. 3. ფრენბურთი. 4. აღმოსავლური ორთაბრძოლები.
მიიღება ყველა მსურველი, ვისაც გააჩნია სურვილი ბავშვებთან მუშაობის, უპირატესობა ენიჭება უკვე დაკომპლექტებულ და არსებულ გუნდებს, ასევე შევითავსებთ სტუდენტებს პროფესიის მიხედვით. სპორტული საზოგადოება აიღებს საკუთარ თავზე ყველა არსებულ ხარჯს როგორიც არის: 1. მოედნის/დარბაზის იჯარა. 2. ინვენტარი და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ტელ: 893 42 57 01 მამუკა ელ-მისამართი: tbilisi2007@gmail.com
P.S. სავალდებულოა CV-ს გამოგზავნა მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. მიმაგრებული CV კონკრეტულად კი: ყველა აყვანილი მწვრთნელი სპორტულ საზოგადოებაში ვალდებული იქნება წარადგინოს საკუთარი სავარჯიშო წლიური გეგმა, აწარმოოს ბავშვების აღრიცხვა დასწრება/წასვლა/მოსვლის თაობაზე. მწვრთნელი უნდა იზრუნოს გუნდის განვითარებაზე. მწვრთნელს ბავშვების მოგროვებაში დაეხმარება სპორტული საზოგადოება (დახმარება გამოიხატება "ფლაერების" ბროშურების მომზადებაში). მწვრთნელის ხელფასი იქნება დამოკიდებული ბავშვების რაოდენობაზე, მაგალითად: "თუ გუნდში არსებული ბავშევის რაოდენობა შეადგენს 20-ზე ნაკლებს, ამ შემთხვევაში მწვრთნელს თითო ბავშვიდან ეკუთვნის 7 ლარი, ხოლო თუ ბავშვების რაოდენობა აღემატება 20-ზე მეტს, ამ შემთხვევაში მწვრთნელს გადაეცემა ხელფასის სახით თითო ბავშვიდან 10 ლარი". გუნდში აღმოჩნილი ტალანტის შემთხვევაში ბავშვის გადასახადი გაუ ქმდება და მწვრთნელი მაინც მიიღებს თავის კუთვნილ ანაზღაურებას.
სპორტული საზოგადოებაში 15 სექტემბრამდე მიმდინარეობს მწვრთნელების აყვანა და გუნდების დაკომპლექტება, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ის ხალხი, ვინც მზად არის ალალად, სინდისიანად იმუშაოს ბავშვებთან, ისეთი ადამიანი, რომელსაც დიდი სურვილი გააჩნია მუშაობის და არა მხოლოდ ხელფასიდან ხელფასამდე იყოს ვალდებულობის გამო მხოლოდ ხელფასის ინტერესით. დაიმახსოვრეთ: თვითოეული თანამშრომელი არის ორგანიზაციის სახე.
პატივისცემით!
სპორტული საზოგადოება თბილისი 2007 -ის
დირექტორი: მამუკა ჟღენტი.
|